შიდა ქართლი

შიდა ქართლის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია

ასოციაცია დაარსდა 2017 წელს რეგიონში მცხოვრები ხუთი ვეტერინარი ექიმის მიერ, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.

შიდა ქართლის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია აერთიანებს რეგიონში მცხოვრები 5 მუნიციპალიტის კერძო პრაქტიკის მქონე ვეტერინარს.

ასოციაციის მიზანია რეგიონში ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ამ მიზნით ის ზრუნავს და ხელს უწყობს შიდა ქართლის რეგიონში ვეტერინარიის დარგის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ვეტერინარების კვალიფიკაციის ამაღლებითა და პროფესიული განვითარების გზით.  ასევე, უზრუნველყოფს რეგიონის ფერმერთა კონსულტირებას და სთავაზობს ფერმერის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებულ ვეტერინარულ მომსახურებებს.

ასოციაციის თავმჯდომარე: ზაქარია გინტური, ვეტერინარი ექიმი. 

ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფხვენისი

გამგეობის წევრები:

 

ზაქარია გინტური - თავმჯდომარე

კობა გომარელი - მოადგილე

მამუკა ქოჩლაძე

ილია მთვარელიძე

არსენ ნოზაძე