განხორციელებული პროექტები

Implemented Projects

ტრენინგები მეცხვარე ფერმერებისთვის

2012 წელს ასოციაციის მართვის ცნეტრის მიერ, კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის დახმარებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ცხვრის მეპატრონეებისა და მწყემსებისათვის, ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგი ჩატარდა. პროქტი განხორციელდა  საქართველოს  მტაცებლის კონსერვაციის პროექტის (NACRES) ფარგლებში.

 

 ცხვრის შემკრები მოწყობილობა

2013 წლის აგვისტოში, Fauna & Flora International-ის ფინანსური მხადაჭერით, ასოციაციის მართვის ცენტრის მიერ კახეთის ვეტერინართა რეგიონულ ასოციაციას ცხვრის შემკრები  მოწყობილობა გადაეცა.

 

ვეტერინარული მომსახურების ცენტრი სამეგრეო-ზემო სვანეთში

2012 წლის იანვარში  საერთაშორისო ორგანიზაცია “ფონდი მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF)” დაფინანსებით  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაიხსნა და აღიჭურვა ვეტერინარული ცენტრი “ვეტსერვისი”.

 

მეღორეობის სექტორის კვლევა

2013 წელს ასოციაციების მართვის ცენტრის მიერ  განხორციელდა  მეღორეობის სექტორის კვლევის პროექტი. პროექტის ფარგლებში გამოიკითხნენ ღორის მეპატრონეები და ყასბები. გამოკითხვას ახორციელებდნენ სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ასოციაციების  წევრი ვეტერინარები.

 

 ვეტერინართა საჭიროებების კვლევა

2012 წელს ასოციაციის მართვის ცენტრმა კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მარკეტინგული კვლევა განახორციელა. კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების, ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელდა.

 

ვეტერინართა აღჭურვილობა

2013 წელს ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაციაციების მართვის ცენტრმა, ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წევრებისთვის შეიძინა ვეტერინარული უნიფორმები, საწვიმარი ლაბადები და თითოეულ წევრს სავიზიტო ბარათები გადასცა.

 

მეფრინველეობის ტრენინგები

2014 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის ვეტერინართა რეგიონულმა ასოციაციამ განახორციელა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მეფრინველეობის ტრენინგები. ტრენინგები დაფინანსდა “SOS ბავშვთა სოფელის” მიერ.

 

თუში მეცხვარეების ვეტერინარული საჭიროებების კვლევა

2014 წელს ასოციაციების მართვის ცენტრმა, კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის მხარდაჭერით განახორციელა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებით მოსარგებლე თუშ მეცხვარეთა ვეტერინარული საჭიროებების კვლევა. კვლევა დააფინანსდა ევროკავშირის (EU) მიერ და მისი განმახორციელებელია გაეროს განვითარების პროგრამა “საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით”.