ასოციაცია დაარსდა 2017 წელს რეგიონში მცხოვრები ცხრა ვეტერინარი ექიმის მიერ, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.
ქვემო ქართლის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია აერთიანებს რეგიონში მცხოვრები 7 მუნიციპალიტის კერძო პრაქტიკის მქონე ვეტერინარს.
ასოციაციის მიზანია რეგიონში ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ამ მიზნით ის ზრუნავს და ხელს უწყობს ქვემო ქართლის რეგიონში ვეტერინარიის დარგის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ვეტერინარების კვალიფიკაციის ამაღლებითა და პროფესიული განვითარების გზით. ასევე, უზრუნველყოფს რეგიონის ფერმერთა კონსულტირებას და სთავაზობს ფერმერის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებულ ვეტერინარულ მომსახურებებს.
ასოციაციის თავმჯდომარე: ელისო ჟორჟოლიანი, ვეტერინარი ექიმი.
ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, მარნეულის მუნიციპალიტეტი, ს. წერეთელი, ქართლის ქ., N 38
გამგეობის წევრები:
ელისო ჟორჟოლიანი - თავმჯდომარე
ნოდარ კახელაშვილი - მოადგილე
ლელა მაღრაძე
ნათელა კულდონაშვილი
კახაბერ კურტანიძე
იაკობ ბალაბანაშვილი
ზია გელაძე
ვასილ ძულიაშვილი
გიორგი ციხელაშვილი