აჭარა

აჭარის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია

ასოციაცია დაარსდა 2014 წელს რეგიონში მცხოვრები შვიდი ვეტერინარი ექიმის მიერ, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.

აჭარის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია აერთიანებს რეგიონში მცხოვრები 6 მუნიციპალიტის კერძო პრაქტიკის მქონე ვეტერინარს.

ასოციაციის მიზანია რეგიონში ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ამ მიზნით ის ზრუნავს და ხელს უწყობს აჭარის რეგიონში ვეტერინარიის დარგის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ვეტერინარების კვალიფიკაციის ამაღლებითა და პროფესიული განვითარების გზით.  ასევე, უზრუნველყოფს რეგიონის ფერმერთა კონსულტირებას და სთავაზობს ფერმერის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებულ ვეტერინარულ მომსახურებებს.

ასოციაციის თავმჯდომარე: ნანა ბალანჩივაძე, ვეტერინარი ექიმი. 

ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ბათუმი, გრიგოლ ელიავას ქ. 45

გამგეობის წევრები:

ნანა ბალანჩივაძე - თავმჯდომარე

ჯემალ ბოლქვაძე - მოადგილე

ნუგზარ ხიმშიაშვილი

ამირან აბაშიძე

 

ნოდარ ზოსიძე

ერეკლე ბერიძე

 

კობა კოჩალიძე